ბავშვთა სტომატოლოგია - ჯანმრთელი ღიმილი ბავშვობიდან👶
- Dental Academy
- Sep 3
- 2 min read
Updated: Oct 7
რჩევები მშობლებს
ბავშვის კბილებზე ზრუნვა იწყება არა მაშინ, როცა ყველა კბილი ამოსულია, არამედ კბილის ამოსვლისთანავე. სწორედ ამ პერიოდიდან ყალიბდება ჩვევა, რომელიც მომავალში განსაზღვრავს თქვენი შვილის პირის ღრუს ჯანმრთელობას.
🪥 როგორ დავიწყოთ?
პირველი კბილების ამოსვლისთანავე, დაუწყეთ ბავშვს კბილების გახეხვა რბილი, პატარა ჯაგრისით, ჯერ კიდევ პასტის გარეშე. ამ ეტაპზე მთავარია, რომ ბავშვი შეეჩვიოს ყოველდღიურ პროცედურას და მას ეს პროცესი მოსწონდეს.როცა ბავშვი 2 წლის ხდება და უკვე შეუძლია პასტის ამოაფრქვევა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვებისთვის განკუთვნილი, დაბალი ფტორის შემცველი პასტა.
👩👧 ერთად ხეხვა – საუკეთესო მაგალითი
ბავშვს ყველაზე მეტად მშობლის მაგალითი ამაგრებს. ამიტომ, გაიხეხეთ კბილები ერთად, ეს პროცესი გადააქციეთ თამაშად – ასე ბავშვი სწავლობს, რომ კბილების გახეხვა ყოველდღიური და სასიამოვნო რუტინაა.მოაჩვიეთ დღეში ორჯერ გამოხეხვას – დილას და ძილის წინ.
🍬 ტკბილეულის კონტროლი
ტკბილეული და ტკბილი სასმელები წარმოადგენს ბავშვების კბილების ყველაზე დიდ მტერს. მათი ხშირი მოხმარება აჩქარებს კბილების ცვენას და კარიესის განვითარებას.შეეცადეთ, ტკბილეული იყოს მხოლოდ დღისით, ხოლო შემდეგ – აუცილებლად დაიხეხოს კბილები ან მაინც გამოირეცხოს პირი წყლით.
-🦷 პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან
პირველი ვიზიტისას არ დააძალოთ ბავშვს პროცედურა. პირველ შეხვედრაზე მთავარი მიზანია, რომ ბავშვმა დაუახლოვდეს ექიმს და მიენდოს. კარგი პედიატრიული სტომატოლოგი იცის, როგორ დაუმეგობრდეს პატარას და როგორ გააცნოს გარემო ისე, რომ მომავალში შიში აღარ გაუჩნდეს.
😁 რატომ არის მნიშვნელოვანი ორთოდონტთან ვიზიტი 6 წლის ასაკში?
6 წლის ასაკიდან იწყება კბილების ცვლა და ყბის აქტიური ზრდა. ამ პერიოდში ორთოდონტთან კონსულტაცია აუცილებელია, რადგან არის პათოლოგიები (მაგალითად, ყბის არასწორი ზრდა ან კბილების არასწორი მდებარეობა), რომელთა გამოსწორება 10 წლის ასაკიდან უკვე რთული ან შეუძლებელია. ადრეული დიაგნოზი საშუალებას აძლევს სპეციალისტს სწორად წარმართოს ყბისა და კბილების განვითარება
🌬 თუ ბავშვი პირით სუნთქავს – ნუ გადადებთ!
თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი პირით სუნთქავს, ეს მხოლოდ ჩვევა არ არის. ასეთ დროს ხშირად ვითარდება:
ქვედა ყბის უკან გადანაცვლება
სახის ფორმის ცვლილება („წინ წამოწეული“ თავი)
სუნთქვის გაძნელება და ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსია)
აგზნებადობა და უძილობა
თვალის უპეების ჩაშავება
ამიტომ, მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად აჩვენეთ ორთოდონტს – დროული ჩარევა ხელს უშლის სერიოზულ გართულებებს მომავალში.
💡 დასკვნა
ბავშვის კბილების მოვლა არ არის მხოლოდ სილამაზის საკითხი — ეს ნიშნავს ჯანმრთელ სუნთქვას, სწორ ყბის ფორმირებას და ჯანმრთელ თვითშეფასებას მომავალში.დაიწყეთ ზრუნვა დღესვე, და თქვენი შვილი გაიზრდება ჯანსაღი და ბედნიერი ღიმილით!






Comments