ჩვენს შესახებ
დენტალ აკადემია - თამარ თოფურიას ფუნქციონალური სტომატოლოგიის ცენტრი
დენტალ აკადემია არის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა თბილისის ცენტრში, სადაც თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური მიდგომა და მაღალხარისხიანი მომსახურება გარანტირებულია.
ჩვენ გთავაზობთ სრული სპექტრის სტომატოლოგიურ მომსახურებებს
დამფუძნებლები
ჩვენ სტუდენტობის დროიდან საუკეთესო მეგობრები ვიყავით, თუმცა მუშაობა სხვადასხვა კლინიკებში დავიწყეთ, ცოდნასა და გამოცდილებას მსოფლიო საუკეთესო სპეციალისტებთან ვიღრმავებდით და მივხვდით რომ, თუ თითოეული სფერო ერთნაირად მაღალი სტანდარტით არ მუშაობს, მიზანი რომელსაც ჩვენ ვისახავთ: ესთეთიკის და ფუნქციის სტაბილურობა მიღწეული არ არის. ამიტომაც გავერთიანდით 2020 წელს და დავაარსეთ მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული კლინიკა.
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ პროფესიონალთა ჯგუფს საქართველოში. თითოეულ ექიმს აქვს სპეციალიზაცია თანამედროვე სტომატოლოგიის სხვადასხვა სფეროში და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
ჩვენ ვთავაზობთ მომსახურებებსა და მკურნალობის მეთოდებს, რომლებიც ქვეყანაში იშვიათად ან საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი. ტექნოლოგიების, საერთაშორისო სტანდარტების და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის კომბინაციით, ვუზრუნველყოფთ უმაღლესი ხარისხის შედეგებს.













_HEIC.png)
